"რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი, ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია" - კვირის პალიტრა

"რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი, ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია"

არ შეიძლება დღეს არ გავიხსენო ის, რაც უკრაინაში ხდება. რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ ეკლესიის ავტოკეფალია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტის აღნიშნავს, შესაძლოა ავტოკეფალიის აღდგენის გარეშე საქართველო დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო არ ყოფილიყო.

„რომ არა ავტოკეფალიის აღდგენა, ალბათ არც დამოუკიდებლობის აღდგენა არ იქნებოდა. დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო. არ შეიძლება დღეს არ გავიხსენო ის, რაც უკრაინაში ხდება. რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა ყველა მორალური უფლება დაკარგა, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“,-აღნიშნავს პრეზიდენტი.

IPN