რუსი დიპლომატის "იდუმალი ცოლი", განებივრებული გერი და ერთადერთი მემკვიდრე: რას წერენ მინისტრის სკანდალურ ცხოვრებაზე? - კვირის პალიტრა

რუსი დიპლომატის "იდუმალი ცოლი", განებივრებული გერი და ერთადერთი მემკვიდრე: რას წერენ მინისტრის სკანდალურ ცხოვრებაზე?

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სერ­გეი ლავ­რო­ვი, თბი­ლის­ში, სო­ლო­ლაკ­ში და­ი­ბა­და. ის წარ­მო­მავ­ლო­ბით სო­მე­ხია, ხოლო მისი ნამ­დვი­ლი გვა­რი კი კა­ლან­ტა­რო­ვი, - ამის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რაფს" წლე­ბის წინ პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ვან ბა­ი­ბურ­თი ესა­უბ­რა.

გა­მო­ცე­მას ის ასე­ვე უყ­ვე­ბო­და, რომ ლავ­რო­ვი სკო­ლის ასა­კამ­დე სო­ლო­ლაკ­ში, ჩა­ი­კოვ­სკის და იაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კუ­თხე­ში ცხოვ­რობ­და და მისი ბა­ბუა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი იყო.

"2005 წლის 17 თე­ბერ­ვალს, ერევ­ნის სლა­ვურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყოფ­ნი­სას, მას სტუ­დენ­ტებ­მა ჰკი­თხეს, თქვე­ნი სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბა ხელს ხომ არ გიშ­ლი­თო? მან უპა­სუ­ხა, მე თბი­ლი­სუ­რი ფეს­ვე­ბი მაქვს, იმი­ტომ რომ მა­მა­ჩე­მი იქი­დან არის, მე სომ­ხუ­რი სის­ხლი მაქვს, სხვა სის­ხლი ჩემ­ში არ ყო­ფი­ლა. ეს სის­ხლი ხელს არა­ფერ­ში მიშ­ლი­სო. მახ­სოვს, ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა სერ­გეი ლავ­როვ­მა სტუ­დენ­ტებს და აღი­ა­რა, რომ სუფ­თა სის­ხლის სო­მე­ხია. მის­მა ოჯახ­მა თბი­ლი­სი მა­ნამ და­ტო­ვა, ვიდ­რე ლავ­რო­ვი სას­კო­ლო ასაკს მი­აღ­წევ­და. ის წარ­მო­შო­ბით კარ­გი ოჯა­ხი­და­ნაა. მისი ბა­ბუა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, მამა კი – ინ­ჟი­ნე­რი იყო. მის მა­მას, თბი­ლი­სის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (გე­პეი) ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი", – ამ­ბობ­და ვან ბა­ი­ბურ­თი.

რუ­სე­თის პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლავ­რო­ვის ქა­ლიშ­ვილს (გერს) ბრი­ტა­ნეთ­ში ბი­ნას ჩა­მო­არ­თმე­ვენ და სა­ბან­კო ან­გა­რიშს გა­უ­ყი­ნა­ვენ. უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, პო­ლი­ნა პო­ლი­ა­კო­ვა უკ­რა­ი­ნა­ზე რუ­სე­თის თავ­დას­ხმის გამო სან­ქცი­რე­ბულ პირ­თა სი­ა­ში ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­იყ­ვა­ნა.

პო­ლი­ნა 26 წლის რუსი გო­გო­ნაა, ლონ­დო­ნი­დან. ის კენ­სინგტონ­ში უზარ­მა­ზარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, უყ­ვარს გარ­თო­ბა და მისი ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დი ერ­თგვარ უწყვეტ შვე­ბუ­ლე­ბას ჰგავს. პო­ლი­ნა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის გე­რია. იხილეთ სრულად