მარიუპოლში "მასობრივი საფლავებია", ერთ-ერთში 200-მდე ცხედარი იყო - რა ინფორმაციას ავრცელებს გაეროს ადამიანის უფლებათა ჯგუფი?
უკრაინაში, გაეროს ადამიანის უფლებათა ჯგუფის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის მატილდა ბოგნერის განცხადებით, დამკვირვებლებმა ინფორმაცია მიიღეს, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში „მასობრივი საფლავების“ შესახებ. მათ შორის ერთ-ერთში 200-მდე ცხედარი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, იქ არსებული მასობრივი საფლავების შესახებ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მატილდა ბოგნერმა. მისი თქმით, აღნიშნულს სატელიტიდან გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს.
"ინტერპრესნიუსი"