"ქალები, ახალგაზრდები დგანან წყეული ტანკის წინ და უბრალოდ ამბობენ: "მე არ მივდივარ. მე ჩემს მიწაზე ვდგავარ" - რას ამბობს ჯო ბაიდენი უკრაინელებზე? - კვირის პალიტრა

"ქალები, ახალგაზრდები დგანან წყეული ტანკის წინ და უბრალოდ ამბობენ: "მე არ მივდივარ. მე ჩემს მიწაზე ვდგავარ" - რას ამბობს ჯო ბაიდენი უკრაინელებზე?

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში მყოფ ამერიკელ ჯარებთან საუბრისას უკრაინელი მშვიდობიანი სიმამაცისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ ისინი "ხმას იმაღლებენ“.

"უკრაინელ ხალხს დიდი სიმამაცე აქვს. შეხედეთ, როგორ იმაღლებენ ხმას... ქალები, ახალგაზრდები დგანან წყეული ტანკის წინ და უბრალოდ ამბობენ: "მე არ მივდივარ. მე ჩემს მიწაზე ვდგავარ". ისინი წარმოუდგენლები არიან”, - აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიო ამჟამად ხედავს ბრძოლას „დემოკრატიასა და ოლიგარქებს შორის“.

"ჩვენ ახალ ფაზაში ვართ. თქვენი თაობა, ჩვენ გადახრის წერტილში ვართ", - დასძინა მან.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ჯარებს და და მათ "მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი ძალა" უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"