უნგრეთის პრემიერმა არ დააკმაყოფილა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა რუსეთის წინააღმდეგ იარაღისა და სანქციების გამკაცრების შესახებ - კვირის პალიტრა

უნგრეთის პრემიერმა არ დააკმაყოფილა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა რუსეთის წინააღმდეგ იარაღისა და სანქციების გამკაცრების შესახებ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ევროსაბჭოში გაჟღერებული მოთხოვნა რუსეთის წინააღმდეგ იარაღისა და სანქციების გამკაცრების შესახებ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ ინფორმაციას “BBC”-ი ავრცელებს.

უნგრეთს მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა, რომ ეს იქნება "უნგრეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ“.

"უნგრეთს სურს გაემიჯნოს ამ ომს, ამიტომ ის არ დაუშვებს უკრაინისთვის იარაღის გადაცემას“, - განაცხადა კოვაჩმა.

ორბანის თქმით, დასავლეთ უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურად უნგრელ უმცირესობას საფრთხე დაემუქრება, თუ უნგრეთი კიევში იარაღს გაგზავნის.

ამის პარალელურად, უნგრეთმა ნახევარ მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს საზღვარი გაუხსნა.

“BBC”-ის ცნობით, ხუთშაბათს, 24 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მიმართა და მოუწოდა უნგრეთის ლიდერს, ვიქტორ ორბანს, რომ დაემტკიცებინა სანქციების გაფართოების საკითხი - მათ შორის უკრაინაში იარაღის გაგზავნისა და რუსეთთან საქმიანი კავშირების გაწყვეტის თაობაზე.

"ინტერპრესნიუსი"