"რუსი სამხედროები, რომლებიც საქართველოში არიან განლაგებულები, რუსეთს უკრაინაში გაძლიერებისთვის გადაჰყავს" - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN? - კვირის პალიტრა

"რუსი სამხედროები, რომლებიც საქართველოში არიან განლაგებულები, რუსეთს უკრაინაში გაძლიერებისთვის გადაჰყავს" - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN?

აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს რუსი სამხედროები, რომლებიც საქართველოში იყვნენ განლაგებული, უკრაინაში გაძლიერებისთვის გადაჰყავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

,,შეერთებულმა შტატებმა შეამჩნია საქართველოდან ჯარის გარკვეული რაოდენობის გადაადგილება", - განუცხადა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ პენტაგონს არ შეუძლია მიუთითოს რამდენი ჯარისკაცი გადაჰყავს მოსკოვს.

„ახლა გვაქვს მინიშნებები, რომ მათ ძალები საქართველოდან უკრაინაში გადაჰყავთ“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე განცხადებით, პენტაგონმა არ იცის, საქართველოდან ჯარები უკრაინის რომელ ნაწილში წავლენ, თუმცა აღნიშნა, რომ კრემლისთვის პრიორიტეტია დონბასის რეგიონში აქტივობები.

როგორც CNN-ი წერს, რუსული ჯარები საქართველოში მას შემდეგ იყვნენ განლაგებული, რაც რუსეთი 2008 წელს ქვეყანაში შეიჭრა.

"ინტერპრესნიუსი"