"სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა" - კვირის პალიტრა

"სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა"

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევა გახდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს.

"შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის არ გამოჩენილა საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან,’- წერს გერაშჩენკო.

მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბიტაციის კურსს ბირდენკოს სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

IPN