"დიდი ალბათობით, რუსეთი გააგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს დასახლებებში" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული დაზვერვა - კვირის პალიტრა

"დიდი ალბათობით, რუსეთი გააგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს დასახლებებში" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული დაზვერვა

დიდი ალბათობით, რუსეთი გააგრძელებს მძიმე სარაკეტო თავდასხმებს ქალაქის ტიპის დასახლებებში, რათა შეზღუდოს მისი ისედაც მნიშვნელოვანი დანაკარგები, მშვიდობიან მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტი მსხვერპლის გამოწვევის ფასად,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის რამდენიმე საკვანძო ქალაქის ალყას მათ შორის ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის.

„რუსი ჯარისკაცები ფართომასშტაბიან ბრძოლებში მონაწილეობის მიღების სურვილის არარსებობას ავლენენ და ამის ნაცვლად, უკრაინის თავდაცვითი ძალების დემორალიზაციის მიზნით, საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის ქაოტურ გამოყენებას ამჯობინებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

IPN