"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინაში ჯარს არ ვაგზავნით" - თეთრი სახლი - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინაში ჯარს არ ვაგზავნით" - თეთრი სახლი

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებ და აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში არ განლაგდებიან.

„პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებს, რომ არ ვაგზავნით აშშ-ის ჯარს უკრაინაში და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, - განუცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ტელეკომპანია Fox News-ს.

შეგახსენებთ, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი ამერიკელ სამხედროებს შეხვდა და სიტყვით მიმართა.

„როდესაც იქ იქნებით, დაინახავთ ქალებს, ახალგაზრდებს, რომლებიც წყეული ტანკის წინ დგანან და ამბობენ: „არსად წავალ“,“ - განაცხადა ბაიდენმა. პრეზიდენტის ამ სიტყვებმა გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გეგმავს აშშ უკრაინაში ჯარის გაგზავნას.

IPN