კიევთან რუსებმა მატარებელს ცეცხლი გაუხსნეს - კვირის პალიტრა

კიევთან რუსებმა მატარებელს ცეცხლი გაუხსნეს

რუსეთის ჯარებმა შეპეტოვკა-კიევის მატარებელს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა და ერთი მგზავრი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კამიშინმა Telegram-ზე განაცხადა.

მისი თქმით, დაბომბვა კიევთან ახლოს, ტარასოვკას სადგურზე მოხდა.

უნიანის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის რკინიგზის 54 თანამშრომელი დაიღუპა, 64 კი დაშავდა.