"უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად არ დასრულდება - ხალხი ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს - ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ" - კვირის პალიტრა

"უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად არ დასრულდება - ხალხი ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს - ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ"

უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად არ დასრულდება. ხალხი წინ ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამოსვლისას განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერმა ცივი ომის დროს კომუნიზმსა და დასავლეთს შორის ბრძოლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო "ბრძოლა თავისუფლებისთვის", "თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის".

„რუსეთმა დაახრჩო დემოკრატია. ვლადიმერ პუტინის პრეტენზია უკრაინის დენაციფიკაციის შესახებ არის უხამსი“, - დასძინა ბაიდენმა.

„ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, წერტილი“- განუცხადა უკრაინელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა.