"ბოლო 30 წლის განმავლობაში, ავტოკრატი ძალები აღორძინდნენ მთელ მსოფლიოში" - კვირის პალიტრა

"ბოლო 30 წლის განმავლობაში, ავტოკრატი ძალები აღორძინდნენ მთელ მსოფლიოში"

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში გამოსვლისას ისტორია გაიხსენა და ისაუბრა ცივი ომის დროს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

„ეს იყო გრძელი ბრძოლა. უნგრეთი- 1956 წელი, პოლონეთი - 1950 წელი, ჩეხოსლოვაკია - 1968 წელი. საბჭოთა ტანკებმა ჩაახშო დემოკრატიული აჯანყებები, მაგრამ წინააღმდეგობა გაგრძელდა მანამ, სანამ საბოლოოდ, 1989 წელს, ბერლინის კედელი და საბჭოთა ბატონობის ყველა კედელი დაინგრა. ხალხმა გაიმარჯვა“, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლა არ დასრულებულა ცივი ომის დასრულებით.

”ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ავტოკრატი ძალები აღორძინდნენ მთელ მსოფლიოში. მათი ნიშანთვისებები ნაცნობია: კანონის უზენაესობის, თავად ჭეშმარიტების არად ჩაგდება, დემოკრატიული თავისუფლების უგულებელყოფა, - აღნიშნა ბაიდენმა.

IPN