რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს მოუწოდებს, დააბრუნოს ჯარი საწყის მდგომარეობაში - კვირის პალიტრა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს მოუწოდებს, დააბრუნოს ჯარი საწყის მდგომარეობაში

მთიან ყარაბაღში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტიგენტის სარდლობა ღებულობს ზომებს ვითარების დასარეგულირებლად და აზერბაიჯანის ჯარის საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად. აზერბაიჯანულ მხარეს გაეგზავნა მოწოდება ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომლის განცხადებასაც „სპუტნიკ-არმენია“ ავრცელებს.

„24-დან 25 მარტამდე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს 2020 წლის 9 ნოემბრის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერთა სამმხრივი განცხადების დებულება, შევიდნენ რუსი სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და განათავსეს სადამკვირვებლო საგუშაგო. განახორციელეს ოთხი დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირების ქვედანაყოფზე დასახლებულ პუნქტ ფარუხზე“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

IPN