თეთრი სახლი ბაიდენის მიერ პუტინთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არ იყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის მოწოდება - კვირის პალიტრა

თეთრი სახლი ბაიდენის მიერ პუტინთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არ იყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის მოწოდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დღეს ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში, თეთრი სახლი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის მოწოდება.

„პრეზიდენტის აზრი ის იყო, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებზე ან რეგიონზე. ის [ბაიდენი] არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის შეცვლაზე“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. კრემლის პრესმდვანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ”ეს არ უნდა გადაწყვიტოს ბატონმა ბაიდენმა. ეს უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი.”

IPN