მთიანი ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი აზერბაიჯანს „აგრესიული ქმედებების განხორციელებაში“ ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

მთიანი ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი აზერბაიჯანს „აგრესიული ქმედებების განხორციელებაში“ ადანაშაულებს

მთიანი ყარაბაღის საინფორმაციო შტაბის ინფორმაციით, ასკერანის რაიონის სოფელ ფარუხში შეჭრის შემდეგ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აგრესიული ქმედებები განახორციელეს კარაგლუხის სიმაღლეებისკენ, რომელიც რუსი სამშვიდობო კონტიგენტის პასუხისმგებლობის ზონაში მდებარეობს. ამის შესახებ „სპუტნიკ-არმენია“ იუწყება.

„არცახის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სათანადო ქმედებები მათ შესაკავებლად. რამდენჯერმე განხორციელდა სროლა. მოწინააღმდეგის მხარის დივერსიული ხასიათის ქმედებები აღიკვეთა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ადგილობრივი დროით, 17:00 საათის მდგომარეობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ოპერატიულ-ტაქტიკური მდგომარეობა კვლავინდებურად დაძაბული რჩება.

სააგენტოს ცნობით, რუს „სამშვიდობოებთან“ ერთად, მიმდინარეობს ვითარების სტაბილიზება. მათივე ინფორმაციით, აზერაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს არცახის სიღრმისკენ გადაადგილება სცადეს.

IPN