"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დასრულდეს მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის და ჯარის გაყვანის შემთხვევაში" - რას აცხადებს ლიზ ტრასი? - კვირის პალიტრა

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დასრულდეს მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის და ჯარის გაყვანის შემთხვევაში" - რას აცხადებს ლიზ ტრასი?

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასის განცხადებით, სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ, შეიძლება მოიხსნას, თუ რუსეთი უკრაინას დატოვებს და აგრესიას შეწყვეტს.

"რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა მრავალ შეთანხმებას, რომელსაც ისინი უბრალოდ არ ასრულებენ. ამიტომ საჭიროა არსებობდეს მკაცრი ბერკეტები. რა თქმა უნდა, სანქციები მკაცრი ბერკეტია. ეს სანქციები უნდა დასრულდეს მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის და ჯარის გაყვანის შემთხვევაში, ასევე ვალდებულებების აღებით, რომ შემდგომი აგრესია არ მოხდება“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე დააწესეს სანქციები ბანკების წინააღმდეგ, რომელთა საერთო აქტივები 500 მილიარდ ფუნტ სტერლინგს (658.65 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს და ოლიგარქებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც 150 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების ქონება აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"