შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს - კვირის პალიტრა

შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის განმარტებით, აღნიშნული თანხა მოხმარდება სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერებას, მათ შორის ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი მესაზღვრეებისა და ეროვნული პოლიციის ჯავშანტექნიკითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას და პუტინის სასტიკი თავდასხმისგან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას.

"ინტერპრესნიუსი"