ნიკა გვარამია ალექსეი დანილოვის განცხადებას ეხმაურება: "უკვე ნამეტანია... ცოტა "დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი-ორი" მოწოდებაა" - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამია ალექსეი დანილოვის განცხადებას ეხმაურება: "უკვე ნამეტანია... ცოტა "დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი-ორი" მოწოდებაა"

"მთა­ვა­რი არ­ხის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ალექ­სეი და­ნი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბას. და­ნი­ლო­ვის თქმით, თუ დნესტრის­პი­რე­თი და სა­ქარ­თვე­ლო და­კავ­დე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბით, ეს უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რე­ბა.

"თუ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის გა­იხ­სნე­ბა მე­ო­რე ფრონ­ტი, ეს ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო, რბი­ლად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწო­რად იქ­ცე­ვა“ - აცხა­დებს და­ნი­ლო­ვი.

"დიდი ბო­დი­ში ახლა, მაგ­რამ უკვე ნა­მე­ტა­ნია. ცოტა "და­ხო­ცი­ლებ­ში შეგ­ვე­ხი­დეთ, თქვე­ნიც მოკ­ვდეს ერთი ორი" მო­წო­დე­ბაა. თან, არა­ვის ეს არ აწყობს, რუ­სე­თის გარ­და. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც უკ­რა­ი­ნუ­ლა­დაა ნათ­ქვა­მი, არც სწო­რია და არც სა­მარ­თლი­ა­ნი.

მეს­მის მდგო­მა­რე­ო­ბის მთე­ლი ტრა­გიზ­მი, მეს­მის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სრუ­ლი სა­მარ­ცხვი­ნო­ო­ბა, მაგ­რამ ამ მო­წო­დე­ბას ვერ ამარ­თლებს ვერც ერთი და ვერც მე­ო­რე, და ვერც მათი ჯამი.

მთე­ლი მსოფ­ლიო ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას. ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც იდგა 2008 და ამის მე­ა­თასე­დი დახ­მა­რე­ბაც არ იყო. ახლა, რა­საც მსოფ­ლიო ქარ­თულ გაკ­ვე­თი­ლებს ეძა­ხის და რა­საც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად ეფუძ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის ცალ­სა­ხა და ერ­თი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა, 2008 წელს და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ძვლებ­ზეც დგას. მ

სოფ­ლი­ოს­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბია, ჩვენ­თვის კი და­კარ­გუ­ლი სი­ცო­ცხლე­ე­ბი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი, შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე­ე­ბი, დები, ძმე­ბი, მე­გობ­რე­ბი", - წერს ნიკა გვა­რა­მია.