რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი? - კვირის პალიტრა

რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი?

ომის დაწყებიდან უკრაინაში დაახლოებით 16 600 რუსი სამხედრო გარდაიცვალა.

ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.

მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 27 მარტის ჩათვლით ასე გამოიყურება:

დაახლოებით 16 600 სამხედრო პერსონალი, 582 ტანკი , 1 664 ჯავშანტექნიკა, 294 საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 56.

გარდა ამისა, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია მტრის 121 თვითმფრინავი და 127 შვეულმფრენი. გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ მონაცემები ზუსტდება.

"ინტერპრესნიუსი"