უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს სამშობლოში სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ჩამოასვენებენ - კვირის პალიტრა

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს სამშობლოში სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ჩამოასვენებენ

უკრაინაში, ომში დაღუპულ მებრძოლს საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოასვენებენ.

დავით გობეჯიშვილის ოჯახის ინფორმაციით, მათთან უკვე ჰქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და აცნობეს, რომ გადმოსვენების პროცედურისთვის მიმდინარეობს სამუშაოები. დაღუპული მემბრძოლის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, სამშაბათს ჩამოასვენებენ.

ოჯახის ინფორმაციით, გობეჯიშვილი უკრაინაში ხუთი დღის წინ წავიდა. ის კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში დაბომბვის დროს დაიღუპა.

ცნობისთვის, უკრაინაში ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლი - დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი არიან დაღუპული.

"ინტერპრესნიუსი"