"ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - რა თქვა ვლადიმერ პუტინზე ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დროს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დროს მკვეთრი განცხადებები გააკეთა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით.
"ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - თქვა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესახებ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.
თეთრი სახლის ლიდერმა პუტინი გააფრთხილა, "ერთი დიუმით“ არ გადაადგილდეს ნატოს ტერიტორიაზე. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ "სწრაფი და დამსჯელი ხარჯები“ ერთადერთია, რაც მოსკოვს კურსის შეცვლას აიძულებს.