უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ორად გაყოფას გეგმავს - კვირის პალიტრა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ორად გაყოფას გეგმავს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის ორად გაყოფას მოსკოვის მიერ კონტროლირებადი რეგიონის შესაქმნელად, მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის დაპყრობა ვერ შეძლო.

ახალი ამბების სააგენტო Reuters-ის ცნობით, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს „უკრაინაში შექმნას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა“.

მისივე თქმით, უკრაინა მალე დაიწყებს პარტიზანულ ომს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"ინტერპრესნიუსი"