უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ რუსეთი ჩამოშორდეს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს - კვირის პალიტრა

უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ რუსეთი ჩამოშორდეს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს

უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ რუსეთი ჩამოშორდეს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, ან უკიდურეს შემთხვევაში, მოხდეს რუსების ორგანიზაციის სამდივნოში ძირითადი პოზიციებიდან ჩამოშორება. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ელენა ზერკალმა განაცხადა.

"ამის უცილობელ საფუძველს წარმოადგენს ბირთვულ ტერორიზმის საფრთხე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, რომელმაც უკრაინის ატომური ელექტროსადგური დაიკავა“ , - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, რუსეთის არმიამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დროს, ჩერნობილისა და ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურები ხელში ჩაიგდო.

რუსეთის ამ ქმედების გამო, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში შეიქმნა სადღეღამისო კრიზისული ცენტრი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე მონიტორინგის მიზნით.

უკრაინის მთავრობაში ასევე განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა გაძარცვეს და გაანადგურეს ჩერნობილში ახალი ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც ექვსი მილიონი ევრო ღირს.

უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, საბრძოლო მოქმედებებისა და რუსეთის ჯარის მიერ ტყეების დაწვის შედეგად მაღლა იწევს ჰაერის რადიაქტიური დაბიძნურების დონე.

"ინტერპრესნიუსი"