"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა - ვლადიმერ პუტინი ციხეში უნდა მოხვდეს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა - ვლადიმერ პუტინი ციხეში უნდა მოხვდეს"

რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელსაც ხელმძღვანელობს ომის დამნაშავე , - ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ ამერიკულ ტელეარხ CNN -თან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის ნათელია, რომ რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელსაც ხელმძღვანელობს ომის დამნაშავე და ჩვენ დღედაღამ ვმუშაობთ და ვიბრძვით ძლიერად, რათა დავიცვათ ჩვენი მიწა და ჩვენი დემოკრატია“, - აღნიშნა მან.

მარკაროვამ დასძინა, რომ რუსული ძალები კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, ანადგურებენ საავადმყოფოებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებს.

„ეს არის სამხედრო დანაშაულებრივი ქმედება. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ გამოძიება უკრაინაში, ამიტომ უკრაინამ ყველა განცხადება წარადგინა ყველა საერთაშორისო სასამართლოში“, - განაცხადა შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა.

„ყველანი უნდა დაისაჯონ. ვფიქრობ, რთული იქნება ჰააგიდან სახელმწიფოს მართვა. დიახ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ყველა იმ რუსთან ერთად, ვინც პასუხისმგებელია, ციხეში უნდა მოხვდეს ომის დანაშაულებისთვის“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

IPN