უკრაინის არმია - რუსული ქვედანაყოფები პერსონალისა და მარაგების შესავსებად მიდიან - კვირის პალიტრა

უკრაინის არმია - რუსული ქვედანაყოფები პერსონალისა და მარაგების შესავსებად მიდიან

უკრაინის არმია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის შეტევა უკრაინაში შეჩერებულია, რუსული შენაერთები ჩრდილოეთ უკრაინიდან რუსეთის მოკავშირე ბელორუსიაში გაჰყავთ პერსონალისა და მარაგების შესავსებად.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მათივე ცნობით, რუს სამხედროებს როტაცია სჭირდებათ.

“ბევრმა ქვედანაყოფმა განიცადა დიდი დანაკარგი და უკიდურესად ესაჭიროებათ საკვები, საწვავი და საბრძოლო მასალა. ასევე მიმდინარეობს დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია ბელარუსიაში“ , - აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

IPN