კიევის მერი - ორშაბათს უკრაინის დედაქალაქში ონლაინ სწავლა განახლდება - კვირის პალიტრა

კიევის მერი - ორშაბათს უკრაინის დედაქალაქში ონლაინ სწავლა განახლდება

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქის სკოლებში ხვალიდან ონლაინ სწავლა განახლდება.

„28 მარტს სასწავლო პროცესი განახლდება დედაქალაქში ონლაინ ფორმატში. ეს იქნება უფრო ადაპტირებული არსებულ პირობებთან. გამოყენებულ იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმები სტუდენტებისთვის“, - აღნიშნა კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.

კიევის მერმა დასძინა, რომ დღეს მნიშვნელოვანი ამოცანაა ქალაქმა იცხოვროს და იმუშაოს თუნდაც ასეთი მკაცრი საომარი მდგომარეობის პირობებში.

„რუსები ცდილობენ ჩვენს დაშინებას. ეს არ იმუშავებს! ჩვენ არ დავნებდებით!"- აღნიშნა მან.

IPN