უკრაინაში კრემლის ორი აგენტი დააკავეს - კვირის პალიტრა

უკრაინაში კრემლის ორი აგენტი დააკავეს

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ხარკოვის რეგიონში ანტიდივერსიული ღონისძიებების დროს რუსეთისთვის მომუშავე აგენტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტზე მესაზღვრეებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციების ფოტოგადაღებას ცდილობდა.

კოლაბორაციონისტის მობილური ტელეფონი შეიცავდა რუს კურატორთან მიმოწერის ისტორიას, უკრაინის დამცველების ქვედანაყოფებისა და სამორიგეო სადგურების კოორდინატების გადაცემის შესახებ.

ამას გარდა, ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გადაბირებას ცდილობდა.