უკრაინის საგარეო უწყება: "ნებისმიერი ყალბი რეფერენდუმი ოკუპირებულ უკრაინაში კანონიერი ძალის არმქონეა" - კვირის პალიტრა

უკრაინის საგარეო უწყება: "ნებისმიერი ყალბი რეფერენდუმი ოკუპირებულ უკრაინაში კანონიერი ძალის არმქონეა"

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ყალბი რეფერენდუმი კანონიერი ძალის არმქონე იქნება.

"მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერ ცვლილებას. სამაგიეროდ, რუსეთი კიდევ უფრო ძლიერი საერთაშორისო რეაქციის წინაშე აღმოჩნდება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მის იზოლაციას“,- აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინის ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტმა ლიდერმა განაცხადა, რომ შესაძლოა მალე, რუსეთთან შეერთების თაობაზე, რეფერენდუმი ჩატარდეს.

IPN