რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი რუსულ მედიას ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს გავრცელებას უკრძალავს - კვირის პალიტრა

რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი რუსულ მედიას ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს გავრცელებას უკრძალავს

რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ „როსკომნადზორმა“ რუსულ მედიას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნება აუკრძალა.

უწყების თქმით, დაწყებულია გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებლობის დონე და ის თუ რა რეაგირება მოჰყვება იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებმაც აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერეს.

„როსკომნადზორმა“ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედია, რომელიც უკრაინის პირველ პირს ესაუბრა, რუსეთში "უცხოური აგენტია".

მანამდე, ლიბერალურმა რუსულმა გამოცემა „მედუზამ“ განაცხადა, რომ მან ინტერვიუ ჩაწერა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ტელეკომპანია „დოჟდთან“ და რუსულ გაზეთ „კომერსანტთან“ ერთად.

ცნობისთვის, ორივე მედია კომპანია „მედუზა“ და „დოჟდი“ რუსეთში დაბლოკილია. დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან 92-წუთიან ინტერვიუში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ პუტინს უთხრეს, უკრაინელები რუსეთის შეჭრას მიესალმებოდნენ.

„ვფიქრობ პუტინს უთხრეს, რომ ჩვენ, უკრაინელები, მათ ყვავილებითა და ღიმილით ველოდებოდით“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში. ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ რუსულ კოლონებში აღლუმის უნიფორმები აღმოაჩინეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსები მზად იყვნენ უკრაინაში დაუყოვნებლივი გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, რუსეთმა ცოტა ხნის წინ მიიღო ახალ კანონები, რომლებიც რუსულ მედიას უკრაინის ომის შესახებ გაშუქებას უზღუდავს.