"უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და გავიდეს რეფერენდუმზე" - კვირის პალიტრა

"უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და გავიდეს რეფერენდუმზე"

რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და ასევე გატანილ უნდა იქნას რეფერენდუმზე , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

"უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი", - დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.

ინტერვიუში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსული ენის გამოყენება არის ის, რაც განიხილებოდა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, მაგრამ მან აღნიშნა, რომ უკრაინამ უარი თქვა რუსეთის სხვა მოთხოვნების განხილვაზე, როგორიცაა მაგალითად უკრაინის დემილიტარიზაცია.

ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ნატოს სამშვიდობო კონტიგენტის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს "გაყინული კონფლიქტი", რომელსაც ის მხარს არ უჭერს. ამის შესახებ უკრაინული მედია რუს ჟურნალსიტებთან ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

"ჩვენ არ გვჭირდება „გაყინული კონფლიქტი“ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მე ავუხსენი ეს ჩვენს პოლონელ კოლეგებს შეხვედრაზე. ვიცი, რომ მათ განაგრძეს რიტორიკა.

ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები, მე კი პრეზიდენტი. და ჩვენ გადავწყვეტთ, იქნებიან თუ არა აქ გარკვეული ძალები“, - განაცხადა მან.

უკრაინული მხარე მზადაა, საომარი მოქმედებების დასრულებამდე რუსი სამხედრო ტყვეები უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე გაცვალოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იუთუბის არხზე განაცხადა.

„სიები დგება, ჩვენმა სამხედროებმა, ვიცი, შეადგინეს სიები, არის ყველა, ვინც ტყვეობაშია, მე არ ვიცი, ყველას თუ აინტერესებს, მგონი , პოლიტიკოსებს, დიდად არ აინტერესებთ. უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსულ მხარეს ეს სიები სჭირდება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერდა სამხედრო ტყვეების გაცვლას ომის დასრულებამდე.

„არ არის აუცილებელი რაღაც საყოველთაოდ მიღებული კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ: მაგალითად, ომის დასრულებამდე მოვიცადოთ, ან მეტი დავიჭიროთ... მე ეს არ მესმის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს რუსი ჯარისკაცების ცხედრები თავის ტერიტორიაზე დატოვოს, სურს გადასცეს ისინი დაღუპულთა ახლობლებს.

„მათ (რუსულმა მხარემ) ჯერ უარი გვითხრეს, შემდეგ ტომრები შემოგვთავაზეს... ეს ყველაფერი ასე გამოიყურება... იცით, ძაღლი ან კატა რომ კვდება, ადამიანები მაშინაც არ იქცევიან ასე. ეს არის ნაგვის ტომრები. არ მესმის რას ფიქრობს ხალხი, რას ფიქრობენ ამ ბავშვების მშობლები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მეომარი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია მტრის სახელმწიფოს ჯარისკაცების მიმართაც კი.

"ეს არ არის პირუტყვი. და რატომ არის საშინელება? იმიტომ, რომ თუ ასეთი დამოკიდებულებაა საკუთარი ხალხის მიმართ, მაშინ როგორია დამოკიდებულება ყველას მიმართ? და ჩვენ ნამდვილად არ ვართ "მეგობრები" რუსეთის ხელისუფლებისთვის", - დასძინა მან.

IPN