თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა - კვირის პალიტრა

თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის ომთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ერდოღანმა კრემლის ლიდერს განუცხადა, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და უკეთესი ჰუმანიტარული პირობები.

განხილულ საკითხებს შორის იყო მოლაპარაკების პროცესებიც.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მოსკოვსა და კიევს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების აუცილებლობას „რაც შეიძლება მალე“.

ორივე ლიდერი შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი შეხვედრა სტამბულში გაიმართება.

IPN