"ბომბი ჩვენგან 50 მეტრში ჩამოვარდა, მახსოვს ჩემი მეწყვილე ექიმის განწირული ხმა..." - რას იხსენებს ლევან რატიანი აგვისტოს ომზე, რომელშიც ის მონაწილეობდა - კვირის პალიტრა

"ბომბი ჩვენგან 50 მეტრში ჩამოვარდა, მახსოვს ჩემი მეწყვილე ექიმის განწირული ხმა..." - რას იხსენებს ლევან რატიანი აგვისტოს ომზე, რომელშიც ის მონაწილეობდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ, ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც პირ­ვე­ლი სა­ი­ნი­ვე­რის­ტე­ტო კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ექიმ ლე­ვან რა­ტი­ა­ნის შე­სა­ხებ არ სმე­ნია. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ბევ­რმა არ იცის, რომ ის 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე იყო და თა­ვის პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და.

გა­და­ცე­მა­ში "ექი­მე­ბი" ლე­ვან რა­ტი­ან­მა აგ­ვის­ტოს ომის უმ­ძი­მე­სი ეპი­ზო­დე­ბი გა­იხ­სე­ნა. რო­გორც თა­ვად ჰყვე­ბა, მა­შინ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის ექი­მად მუ­შა­ობ­და და ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი­დან დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­მოჰ­ყავ­და.

"ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა... წარ­მო­მიდ­გე­ნია ამ პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი რას გა­ნიც­დის. მა­შინ სას­წრა­ფოს ექი­მი ვი­ყა­ვი და ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია დაჭ­რი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე გა­დაყ­ვა­ნა იყო. გა­დაგ­ვყავ­და იქ, სა­დაც ექი­მე­ბის ბა­ნა­კე­ბი იყო და პა­ცი­ენტს პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას ვუ­წევ­დით, ან გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში, ასე­ვე თბი­ლის­ში. ბრი­გა­და­ში ორი ექი­მი ვი­ყა­ვით. რო­დე­საც გორი იბომ­ბე­ბო­და, გვქონ­და მი­თი­თე­ბა, რომ რო­გორც კი და­ბომბვის ხმას გა­ვი­გებ­დით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩავ­სი­ლი­ყა­ვით მა­ქა­ნი­დან. ძა­ლი­ან ახ­ლოს გა­ის­მა და­ბომბვის ხმა, და­ახ­ლო­ე­ბით, ჩვენ­გან 50 მეტრში ჩა­მო­ვარ­და ბომ­ბი. მახ­სოვს ჩემი მე­წყვი­ლე ექი­მის გან­წი­რუ­ლი ხმა. ორნი ვი­ყა­ვით მო­რი­გე­ო­ბა­ში. ჩემ­თან მყოფ ექიმ ქალ­ბა­ტო­ნის ჩემ­ხე­ლა შვი­ლე­ბი ჰყავ­და. რომ დავ­წე­ქი მი­წა­ზე, ზე­ვი­დან და­მახ­ტა ვი­ღაც და და­მი­ფა­რა ხე­ლე­ბით, ბომ­ბი რომ არ მომ­ხვედ­რო­და. ის დე­და­ჩე­მი არ იყო, მაგ­რამ ჰქონ­და დე­დუ­რი გან­ცდა. შენი ასა­კის შვი­ლე­ბი მყავს და არ გა­ინ­ძრე, რამე არ მო­გი­ვი­დე­სო." - გა­იხ­სე­ნა ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

წყარო