"ვინც მაინც ნეიტრალიტეტს ეთანხმებით, გზა ხსნილია "რუსსკი კარაბლზე!" - რას წერს ხათუნა ლაგაზიძე
უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
"დღეს ატყდება ისევ ამბავი ნეიტრალიტეტზე. ამიტომ დილიდანვე დავწერ მარტივად გასაგებად: საქართველოს შემთხვევაში ნეიტრალიტეტი=დამოუკიდებლობის დაკარგვას=რუსის არმიაში დასახოცად გარეკილ საქართველოს შვილებს, როგორც ახლა აფხაზები და ოსები გარეკეს.
P.S. დავით აღმაშენებელს რომ დღევანდელი რუსული გაგებით "ნეიტრალიტეტი", "დემილიტარიზაცია" და საკუთარი ქვეყნის კასტრაცია გამოეცხადებინა, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა.
ვინც მაინც ნეიტრალიტეტს ეთანხმებით, გზა ხსნილია "რუსსკი კარაბლზე!"
ვრცლად და ექსპერტულად, რა შესაძლებლობები გახსნა ზელენსკის ინტერვიუმ, მოგვიანებით გაახლებთ". - წერს ის.