როდიდან გამოიდარებს საქართველოში? - კვირის პალიტრა

როდიდან გამოიდარებს საქართველოში?

დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ხვალიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 29-30 მარტს დაბლობსა და ბარში +12, +17, ხოლო 31 მარტიდან +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. თბილი და უნალექო ამინდი 3 აპრილამდე შენარჩუნდება.

თბილისში დღევანდელი დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ხვალ კი, ქარი ჩადგება და 3 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 მარტიდან +20, +22 გრადუსამდე მომატებს.