"ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი. უბრალოდ, არ გრცხვენია?" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა გვარამია და მაია ნადირაძე სოცქსელში? - კვირის პალიტრა

"ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი. უბრალოდ, არ გრცხვენია?" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა გვარამია და მაია ნადირაძე სოცქსელში?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ყო­ფი­ლი ლი­დე­რი მაია ნა­დი­რა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის” გენ­დი­რექ­ტორს, ნიკა გვა­რა­მი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­უ­პი­რის­პირ­და, რის მი­ზე­ზიც გახ­და გვა­რა­მი­ას პოს­ტი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ალექ­სეი და­ნი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. შე­გახ­სე­ნებთ, და­ნი­ლო­ვის თქმით, თუ დნესტრის­პი­რე­თი და სა­ქარ­თვე­ლო და­ი­წყებ­დნენ თა­ვი­ან­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვას, ეს უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რე­ბო­და."თუ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის გა­იხ­სნე­ბა მე­ო­რე ფრონ­ტი, ეს ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო, რბი­ლად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწო­რად იქ­ცე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ლოვ­მა.

ამის თა­ო­ბა­ზე გვა­რა­მი­ამ და­წე­რა:

”დიდი ბო­დი­ში ახლა, მაგ­რამ უკვე ნა­მე­ტა­ნია. ცოტა “და­ხო­ცი­ლებ­ში შეგ­ვე­ხი­დეთ, თქვე­ნიც მოკ­ვდეს ერთი ორი” მო­წო­დე­ბაა. თან, არა­ვის ეს არ აწყობს, რუ­სე­თის გარ­და. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც უკ­რა­ი­ნუ­ლა­დაა ნათ­ქვა­მი, არც სწო­რია და არც სა­მარ­თლი­ა­ნი.

მეს­მის მდგო­მა­რე­ო­ბის მთე­ლი ტრა­გიზ­მი, მეს­მის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სრუ­ლი სა­მარ­ცხვი­ნო­ო­ბა, მაგ­რამ ამ მო­წო­დე­ბას ვერ ამარ­თლებს ვერც ერთი და ვერც მე­ო­რე, და ვერც მათი ჯამი. მთე­ლი მსოფ­ლიო ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას. ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც იდგა 2008 და ამის მე­ა­თასე­დი დახ­მა­რე­ბაც არ იყო. ახლა, რა­საც მსოფ­ლიო ქარ­თულ გაკ­ვე­თი­ლებს ეძა­ხის და რა­საც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად ეფუძ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის ცალ­სა­ხა და ერ­თი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა, 2008 წელს და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ძვლებ­ზეც დგას. მსოფ­ლი­ოს­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბია, ჩვენ­თვის კი და­კარ­გუ­ლი სი­ცო­ცხლე­ე­ბი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი, შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე­ე­ბი, დები, ძმე­ბი, მე­გობ­რე­ბი".

პოსტს მაია ნა­დი­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა, გთა­ვა­ზობთ ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლებს შო­რის გა­მარ­თულ დი­ა­ლოგს:

მაია ნა­დი­რა­ძე:

"მარ­ტო ის მა­ინ­ტე­რე­სებს, რა გა­რე­მოც­ვა გყავს ასე­თი, რომ შენი ტვი­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ოპე­რი­რებს… რომ ეს ნათ­ქვა­მი “ და­ხო­ცი­ლებ­ში შე­ხი­დე­ბაა” და სხვა არა­ფე­რი…ძა­ლი­ან ვე­რი­დე­ბი შენ­თან კა­მათს, მაგ­რამ ამის გა­ტა­რე­ბა ჩემ ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა. რავი, და­ფიქ­რდი მა­ინც - ოპ­ტი­მა­ლუ­რი მო­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად “ და­ხო­ცი­ლებ­ში შე­ხი­დე­ბაა”?! "ქო­ცხრო­ვას" რომ არა­ფე­რი შე­უძ­ლია ვი­ცით, მაგ­რამ შენი ( რო­გორ­საც მე ვიც­ნობ­დი) პო­ლი­ტი­კუ­რი "გაპ­რა­ვე­ბა" რაში წე­რია, მა­გას ვე­რას­დროს მივ­ხვდე­ბი".

ნიკა გვა­რა­მია:

"სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რია, მაია. გმად­ლობთ. "ქო­ცხრო­ვა" რომ გყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და სა­ომ­რად მი­დი­ხარ, ეგ ცალ­კე სა­კი­თხია.

p.s. გა­რე­მოც­ვა ჯო­ბია შენ გა­ი­ჩი­ნო, რო­მე­ლიც გე­ტყვის რომ კან­ტის კა­ტე­გო­რი­უ­ლი იმ­პე­რა­ტი­ვე­ბით არ იღა­ღა­დო".

მაია ნა­დი­რა­ძე:

განაგრძეთ დიალოგის კითხვა