"თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია" - კვირის პალიტრა

"თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია"

თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში - თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სააკაშვილს საუბრისას მოსამართლემ სიმშვიდისკენ მოუწოდა და უთხრა - „ხმადაბლა ისაუბრეთ“; პროკურორმა კი, სასამართლოს რეპლიკით მიმართა და განაცხადა - „ჩვენ ამას არ მოვუსმენთ“.

„საქართველო არ არის ჯაბანთა სამშობლო, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენ ახლა ვიძახით - ჩვენ, ხალხი სხვა ვართ, მთავრობა სხვაა, მთავრობა არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს, როდესაც უკრაინელები გვეუბნებიან - რამ გამოგაშტერათ, თქვენთვისაც ხომ ვიბრძვით, ნუ გვლანძღავთ მაინც. თავს ნუ მოვიტყუებთ - თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში. თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, მშვიდობიანად არ გავაკეთებთ საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია. საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, ხელის ჩაკიდებაში. დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში. ამბობთ - ამ მთავრობას ვაიძულებთ, გავაკეთებინებთ - რას გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსების დასმული "შნირები" და აგენტები არიან, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მასობრივი აქციებით, მხოლოდ ხელის ჩაჭიდებით... ვერ დაგარბევენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

IPN