"დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ვინც ქუჩაში გამოდის „ნაციონალიაო“, ე.ი. ვისაც შია, სწყურია, „ნაციონალია“ და ვინც გაზულუქებულია, ხალხს ძარცვავს, თურმე ყველა არის "ქოცი" - კვირის პალიტრა

"დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ვინც ქუჩაში გამოდის „ნაციონალიაო“, ე.ი. ვისაც შია, სწყურია, „ნაციონალია“ და ვინც გაზულუქებულია, ხალხს ძარცვავს, თურმე ყველა არის "ქოცი"

"დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ყველა ვინც ქუჩაში გამოდის „ნაციონალიაო“, ე.ი. ყველა, ვისაც შია, სწყურია, თავის ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს ნორმალურ განათლებას, „ნაციონალია“ და ყველა ვინც გაზულუქებულია, თავს გასულია, ხალხს ძარცვავს ყველა თურმე არის „ქოცი“ - ამათ მართლა სრული დეგენერატები ხომ არ ვგონივართ?!" - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ფასების ზრდა გამოიწვია რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდამ.

„მეგობრებო, მე აქ რომ მოვდიოდი შევხედე ბენზინის ფასებს, 4,2 ლარი ღირს. გუშინ გამოვიდა ხალხი და ითხოვდა, რომ ჩამოგვიწიეთ, მოხსენით აქციზი და თითქმის 1 ლარით შემცირდება. დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა - ყველა ვინც გამოდის ქუჩაში არის „ნაციონალი“ და თუ ჩვენ დავწევთ აქციზს, თუ ჩვენ დავწევთ დღგ-ს, ჩვენ დავკარგავთ მილიარდ ლარს და ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ ჩვენი სოციალური ვალდებულებებიაო?! ამათ მართლა სრული დეგენერატები ხომ არ ვგონივართ?! ამ მართლა ერთუჯრედიან ამებებს.

2 მილიარდი ლარი თავისუფლად შეიძლება ამოიღო ბიუჯეტიდან ახალ სავარძლებში და ახალ მანქანებში რომ არ გადასხდნენ. ყველა ვინც გამოდისო, არის „ნაციონალიო“, ესეიგი ყველა, ვისაც შია, სწყურია, თავის ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს ნორმალურ განათლებას, „ნაციონალია“ და ყველა ვინც გაზულუქებულია, თავს გასულია, ხალხს ძარცვავს ყველა თურმე არის „ქოცი“. მეგობრებო „ქოცი“ და „ნაცი“ არაფერ შუაშია, ეს არის ქართველი ხალხი. მე მინდა ვთქვა, რომ პროდუქტებიც რომ ძვირდება ამის ბრალია, სამჯერ გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება დენზე 2012 წლის შემდეგ. სააკაშვილმა გაასხვისაო, ჯერ ერთი სააკაშვილს არ გაუსხვისებია შევარდნაძემ გაყიდა „თელასი“ რუსებზე. გაზის დაბალი ფასი გვაქვსო და ხომ არ გახსოვთ ვინ დაგიტოვათ გაზის დაბალი ფასი, თქვე მართლა უდღეურებო?! ეს ხომ ჩემი დატოვებული ფასია როცა ალიევს პროვოკაციებს არ ვუწყობდი და მეგობრულად ველაპარაკებოდი და იმის შემდეგ ყველაფერს აკეთებთ, რომ ურთიერთობები გააფუჭოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

IPN