"პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია" - რას წერს უკრაინაში მყოფი ალეკო ელისაშვილი - კვირის პალიტრა

"პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია" - რას წერს უკრაინაში მყოფი ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის "ფეისბუკზე" პოსტს აქვეყნებს:

"პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! დეტალები ჯერ არ ითქმის, მაგრამ ოპერაცია წარმატებული იყო. ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას. მოკლედ ვიომეთ რამდენიმე დღე, დავბრუნდით და ხელახლა მოვიკრებთ ძალას. ბრძოლა გამარჯვებამდეა! სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!" - წერს ელისაშვილი

28032022-1649-1648471830.44_REC.png

დუპუტატმა 13 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინაში საბრძოლველად წავიდა.