"რუსეთი არ ცდილობს უკრაინის მთავრობის შეცვლას სპეციალური სამხედრო ოპერაციით" - რას აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი? - კვირის პალიტრა

"რუსეთი არ ცდილობს უკრაინის მთავრობის შეცვლას სპეციალური სამხედრო ოპერაციით" - რას აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი?

რუსეთი არ ცდილობს უკრაინის მთავრობის შეცვლას სპეციალური სამხედრო ოპერაციით, - "ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, დასავლეთის განცხადებები, იმის შესახებ, რომ რუსეთის მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა, არაზუსტია.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურმა მოსკოვმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, უარი თქვას უკრაინაში სრული შეჭრის გეგმებზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეჭრის ადრეულ ეტაპებზე რამდენიმე განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო კამპანიის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია" იყო, რაც ფართოდ განიხილებოდა, როგორც რეჟიმის შეცვლის მცდელობა.

დედაქალაქ კიევის ირგვლივ დამარცხებისა და უკრაინის სამხრეთ სანაპიროზე პორტების დაკავების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ოფიციალურმა მოსკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის „ძირითად ძალისხმევას“ „მთავარი მიზნის, დონბასის გათავისუფლებისკენ“ მიმართავს.

"ინტერპრესნიუსი"