უკრაინა მსოფლიოს მოუწოდებს, "უკრაინის ქუჩის“ დასახელებით შეცვალოს იმ ქუჩების მისამართები, სადაც რუსეთის საელჩოებია - კვირის პალიტრა

უკრაინა მსოფლიოს მოუწოდებს, "უკრაინის ქუჩის“ დასახელებით შეცვალოს იმ ქუჩების მისამართები, სადაც რუსეთის საელჩოებია

უკრაინა მსოფლიოს მოუწოდებს, "უკრაინის ქუჩის“ დასახელებით შეცვალოს იმ ქუჩების მისამართები, სადაც რუსეთის საელჩოები და საკონსულოებია განთავსებული.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

კამპანიისთვის სპეციალური ვებსაიტიც www.uastreet.world შეიქმნა, რომელიც პეტიციების ბმულებს შეიცავს, რათა მსოფლიოს მასშტაბით, 34 ქვეყნის 53 ქალაქში, ქუჩებს, სადაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები მდებარეობს, დასახელება გადაერქვას.

ბრიტანული მედიის შეფასებით, ეს უკრაინის მიერ, რუსეთთან პროპაგანდისტული ომის მოგების მცდელობაა.

"ინტერპრესნიუსი"