კიევის ოლქის ქალაქი ირპინი რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულია - რას აცხადებს ირპინის მერი? - კვირის პალიტრა

კიევის ოლქის ქალაქი ირპინი რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულია - რას აცხადებს ირპინის მერი?

კიევის ოლქის ქალაქი ირპინი რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულია. თუმცა, მცხოვრებლებს ურჩევენ, ჯერჯერობით, ქალაქში ნუ დაბრუნდებიან. "უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ირპინის მერმა ალექსანდრ მარკუშინმა "ფეისბუკში“ დაწერა.

"ჩვენი ირპინი გათავისუფლებულია მოსკოველი უწმინდურებისგან!!! დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს!“ , - წერს მარკუშინი.

ამავდროულად, გავრცელებულ ვიდეოში ის მიმართავს ქალაქის მცხოვრებლებს, ქალაქში ჯერ არ დაბრუნდნენ.

"ჩვენ სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს. დღეს დავიბრუნეთ ირპინი. ახლა მიმდინარეობს გაწმენდა. მივმართავ ჩვენ მცხოვრებლებს: ირპინში დაბრუნება ჯერ არ შეიძლება, ეს სახიფათოა. ჩვენ ვმაგრდებით ჩვენ ახალ საზღვრებზე და გავაგრძელებთ სვლას ბუჩას, გოსტომელის, ვორზელის გასათავისუფლებლად. გვესმის, რომ ჩვენ ქალაქზე კიდევ იქნება თავდასხმები და ჩვენ მას მამაცურად დავიცავთ. ირპინი -ეს უკრაინაა!“ , - წერს ქალაქის მერი.

მან მადლობა გადაუხადა ირპინის განმათავისუფლებლებს, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს, ასევე ეროვნული პოლიციის ქვედანაყოფებს. „ერთად ჩვენ ვართ ძალა!“ , - განაცხადა მარკუშინმა.

"ინტერპრესნიუსი"