"საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, მა­რი­უ­პოლ­ში იმ­ყო­ფე­ბა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი" - "რია ნო­ვოს­ტი“ - კვირის პალიტრა

"საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, მა­რი­უ­პოლ­ში იმ­ყო­ფე­ბა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი" - "რია ნო­ვოს­ტი“

ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­შია. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "რია ნო­ვოს­ტი“ ჩეჩ­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის, სა­გა­რეო, ბეჭდ­ვი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ახ­მეტ დუ­და­ევ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

"ჩვენ მებ­რძო­ლებ­ში საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, მა­რი­უ­პოლ­ში იმ­ყო­ფე­ბა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი, რო­მელ­მაც იქ და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ჩა­ი­ტა­ნა", - გა­ნუ­ცხა­და დუ­და­ევ­მა რუ­სულ სა­ა­გენ­ტოს.

ცნო­ბის­თვის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მა­ნამ­დეც რამ­დე­ნი­მე­ჯერ გავ­რცელ­და.