დმიტრო კულება ქვეყნებს მოუწოდებს, „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაცია მოახდინონ - კვირის პალიტრა

დმიტრო კულება ქვეყნებს მოუწოდებს, „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაცია მოახდინონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქვეყნებს მოუწოდებს, კრიმინალიზაცია მოახდინონ “Z” სიმბოლოს გამოყენების, რომელიც კონფლიქტში მონაწილე რუსულ სამხედრო მანქანებზეა გამოსახული. ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს.

„მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაცია მოახდინონ, რომელიც არის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სიმბოლო. „Z“ ნიშნავს რუსეთის სამხედრო დანაშაულებს, დაბომბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელს. ამ ბარბაროსობის საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა აიკრძალოს“, - წერს ის.