"ნეტავ დამარცხების ნიჭი მაინც აღმოაჩნდეს, თავის ცხოვრებაში ერთადერთხელ "კაიტიპურად" დაგვიქნიოს ხელი მსოფლიოს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე პუტინზე - კვირის პალიტრა

"ნეტავ დამარცხების ნიჭი მაინც აღმოაჩნდეს, თავის ცხოვრებაში ერთადერთხელ "კაიტიპურად" დაგვიქნიოს ხელი მსოფლიოს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე პუტინზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მას არასდროს არავისთან გაუმარჯვია, მხოლოდ გამარჯვების ილუზიას ქმნიდა, რადგან ბოროტებას გამარჯვება არ შეუძლია, დროებით შეუძლია დაიჭიროს რამე და ვინმე ძალადობრივად. ნეტავ დამარცხების ნიჭი მაინც აღმოაჩნდეს, თავის ცხოვრებაში ერთადერთხელ "კაიტიპურად" დაგვიქნიოს ხელი მსოფლიოს, თუ არ გინდივართ, წავალ ბატონო, ადამიანები მაინც მძულხართ და ზღვის გოჭებს მოვაშენებო, ან რამე ეგეთი, მაგრამ დამარცხების მიღება კიდევ უფრო მეტ ნიჭიერებას მოითხოვს", - წერს ფანჯიკიძე.