ჰოლოდომორის საზარელი ისტორია - რას გაუძლეს უკრაინელებმა 1930-იან წლებში - კვირის პალიტრა

ჰოლოდომორის საზარელი ისტორია - რას გაუძლეს უკრაინელებმა 1930-იან წლებში

ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდია, რომელიც რომელიც 1932-1933 წლებში საბჭოთა კავშირმა ამ ქვეყანას წინააღმდეგობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების მცდელობის ჩახშობის მიზნით მოუწყო. კომუნისტურმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა 10 მილიონ 500 ათასი უკრაინელი გაწირა.

მე-17 საუკუნის შუა ხანებში უკრაინის ტერიტორიის ორად გაყოფის შემდეგ, მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, უკრაინელ ერს საკუთარი სახელმწიფოებრიობა არ გააჩნდა, რის გამოც იგი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეროვნულ და კულტურული ჩაგვრას განიცდიდა. რუსეთმა უკრაინის მარცხენა სანაპიროს მკაცრი კოლონიზაცია მოახერხა. ძლიერმა რუსიფიკაციამ, შოვინიზმმა და უკრაინელების რუს ხალხთან შერევის პოლიტიკამ მაინც ვერ გაანადგურა უკრაინელი ხალხის ეროვნული ცნობიერება. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რა განსხვავება იყო რუსეთსა და უკრაინას შორის და საუკუნეების განმავლობაში მუდმივად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. თუმცა, მხოლოდ 1918 წელს მოახერხა ამ ქვეყანამ, საკუთარი ტერიტორიები გაეერთიანებინა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკა შექმნეს.

მეოცე საუკუნეში დამოუკიდებელმა უკრაინულმა სახელმწიფომ მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება. ის კვლავ თავისუფლებისთვის და გავლენებისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა. თუმცა, მალევე კომუნისტური ტოტალური რეჟიმი დამყარდა ამ ტერიტორიაზე.

კომუნისტური რეჟიმის დამყარებასთან ერთად, უკრაინაში შესამჩნევი ცვლილებები მოხდა, რაც პირველ რიგში, ტრადიციულ სოფლებს შეეხო. კომუნისტურმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა უკრაინელებს დაუწესა ახალი ადათ-წესები, ახალი რიტუალები, ამავდროულად აიძულა, უარი ეთქვათ წარსულზე, დაევიწყებინათ წარმომავლობა. დაიწყო შეტევა უკრაინელების სულიერ ცხოვრებაზე.

1928 წელს სსრკ-ს ხელმძღვანელობამ კოლექტივიზაციის პოლიტიკა დაიწყო, რაც ინდივიდუალური კერძო გლეხური მეურნეობების სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კოლმეურნეობებში გაერთიანებას გულისხმობდა. თითოეულ გლეხს ჰქონდა სამუშაო დღეების გარკვეული რაოდენობა, რომლისთვისაც ანაზღაურების თვალსაზრისით ნატურალურ პროდუქციას აძლევდნენ. თუმცა, უმეტესწილად, ანაზღაურება იმდენად მწირი იყო, რომ გლეხს საკუთარი ოჯახის გამოკვების შესაძლებლობას ართმევდა. ამ ფაქტმა უკრაინელებში ძალიან დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. ამიტომაც, მათ იძულებითა და ტერორით აკეთებინებდნენ საქმეს. 1930-იან წლებში 4000 გლეხი მასობრივ პროტესტში ჩაერთო. ისინი კოლექტივიზაციას, ტერორს, ძარცვასა და ძალადობას აპროტესტებდნენ. უკრაინელ ერს განსაკუთრებული ეროვნული იდენტობა ჰქონდა, რაც საბჭოთა კავშირის ზოგად არსსა და ერთობას საფრთხეს უქმნიდა, ამიტომაც ხელისუფლების მეთაურმა გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის "ჭკუა ესწავლებინა" და მთელ ერს გენოციდი მოუწყვეს. უამრავი ადამიანი გაანადგურეს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და მატერიალურად.

1932 წელს მარცვლეულის შესყიდვის არარეალური გეგმა დასახეს და მიზანმიმართული გენოციდი დაიწყეს. გააგრძელეთ კითხვა