"მოსკოვმა კიევს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა" - რას ამბობს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

"მოსკოვმა კიევს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა" - რას ამბობს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი

მოსკოვმა კიევს პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა,- ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ სტამბოლში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინული მხარის შემოთავაზებებთან დაკავშირებით ისინი ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიაწვდიან.

„მოსკოვი ვითარების დეესკალაციის მიზნით კიევის მისამართით ორ შემხვედრ ნაბიჯს დგამს. ჩვენ მივიღეთ წინადადება უკრაინის მხრიდანაც. მათი პოზიცია გასაგებად არის ფორმულირებული. ამ წინადადების განხილვა მოხდება უახლოეს პერიოდში. ამ წინადადებებს გავაცნობთ პრეზიდენტსაც და უკრაინულ მხარეს შესაბამის პასუხს დავუბრუნებთ“,- განაცხადა მედინსკიმ.

ინტერპრესნიუსი