დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გარანტორი ქვეყნები გახდნენ - კვირის პალიტრა

დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გარანტორი ქვეყნები გახდნენ

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარისა და უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გარანტორი ქვეყნები გახდნენ. ამის შესახებ არახამიამ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოში შედიან: ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.

ამასთანავე, არახამიას განცხადებით, უკრაინა წინააღმდეგი არ არის, რომ სხვა ქვეყნები, ვისაც ამის სურვილი აქვთ, დამოუკიდებლად შეუერთდნენ ამ გარანტიებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დაურეგულირებელი საკითხები გვაქვს ყირიმთან და აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით, ამიტომ გარანტიები დროებით არ იმუშავებს ამ ტერიტორიებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მოგვცა წინასწარი თანხმობა, მაგრამ ჩვენ ველით ოფიციალურ განცხადებებს. ეს ის სისტემაა, რომელზეც გვსურს ავაშენოთ უკრაინის მომავალი უსაფრთხოების თვალსაზრისით“,- განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, დელეგაციებმა საკმარისი მასალა დააგროვეს, რათა პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელი გახდეს.

IPN