"ყირიმის საკითხი შეთანხმების ცალკე პუნქტია" - რას ამბობს მიხაილო პოდოლიაკი - კვირის პალიტრა

"ყირიმის საკითხი შეთანხმების ცალკე პუნქტია" - რას ამბობს მიხაილო პოდოლიაკი

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციის წევრის და პრეზიდენტის ოფისის

ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მხარეებმა გარკვეული შეთანხმების მიღწევა შეძლეს. ამის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პოდოლიაკმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდება შემდეგი პროცედურის მიხედვით: პირველი, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც უკრაინის ყველა მოქალაქე გამოხატავს თავის პოზიციას ამ შეთანხმების შესახებ. ამის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების რატიფიცირება“, - განაცხადა მან.

პოდოლიაკის თქმით, ყირიმის საკითხი არის შეთანხმების ცალკე პუნქტი, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს უკრაინისა და რუსეთის პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე.

ცალკე პუნქტად, უკრაინული მხარე რუსულ მხარეს სთავაზობს შემდეგს: უკრაინა და რუსეთი არ გამოიყენებენ სამხედრო და შეიარაღებულ ძალებს ყირიმის საკითხის მოსაგვარებლად ამ პერიოდის განმავლობაში.

ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს

ინტერპრესნიუსი