"უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს" - კვირის პალიტრა

"უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პოზიციების დაახლოება შესამჩნევია. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს.

როგორც ჩავუშოღლუმ განაცხადა, უფრო რთული საკითხები უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება, შემდეგ კი დღის წესრიგში პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მხარეებს შორის პოზიციები დაახლოვდა. ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს".

ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი დღეს მიღწეულია. მომდევნო დონეზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ უფრო რთული საკითხების ჩამოყალიბება იგეგმება. შემდეგ დღის წესრიგში ორივე ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაა. ჩვენს შეხვედრებზე განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარება და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა. ამ დროისთვის 16500-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა უკრაინიდან“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.