"აშკარად გამოკვეთილია უკრაინის წარმატება და მკაფიოდ გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"აშკარად გამოკვეთილია უკრაინის წარმატება და მკაფიოდ გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ..."

აშკარად გამოკვეთილია უკრაინის წარმატება და მკაფიოდ გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ ვიცნობთ ჩვენ რუსეთის პოლიტიკას, პუტინის ხელმძღვანელობით და გამორიცხული არ არის ეს მანევრი იყოს, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც სტამბოლში დღეს გამართული უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა.

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთმა აღიარა, რომ მისი სტრატეგია არასწორი იყო.

"დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უაღრესად დადებითად ვაფასებ თუ შესრულდა. რუსეთმა ჩვენთანაც მოაწერა ხელი ჯარების გაყვანას და არ გაიყვანა. ძალიან კარგია ეს შეთანხმებები და პირველ რიგში რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს. აშკარად გამოკვეთილია უკრაინის წარმატება და მკაფიოდ გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ ვიცნობთ ჩვენ რუსეთის პოლიტიკას პუტინის ხელმძღვანელობით და გამორიცხული არ არის ეს იყოს მანევრი და კიდევ რაიმე დააბრალოს უკრაინას არ ასრულებენო. ვამბობდი, რომ ყირიმზე და დონეცკზე ლაპარაკი იქნებოდა წლების განმავლობაში და ზუსტად ასე დაჯდა, ანუ წლების განმავლობაში ამას მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაიტანენ, ძალიან კარგია, უნდა შესრულდეს ეს ყველაფერი. რუსეთმა, რაც ქაღალდზე წერია იმით, უკან დაიხია, მაგრამ რეალურად რამდენად დაიხევს უკან ეს სხვა საკითხია. მე მოლოდინი მაქვს, რომ გაიწელება სიტუაცია და რუსეთი დროს გაწელავს. დრო გვაჩვენებს, მაგრამ რუსეთმა აღიარა, რომ მისი სტრატეგია არასწორი იყო და რჩება ის, რაც ჰქონდა - ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი, ის, რაც აქამდე ჰქონდა და ტყუილად ჩახოცა როგორც თავისი ხალხი, ისე უკრაინელი ხალხი. შედეგი არის მხოლოდ ის, რომ დაიხოცა ხალხი და უკრაინამ უარი უთხრა ნატოს, როცა ისედაც უარს ამბობდა ნატოზე, ამ საშინელი შედეგის გარეშე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"